|
2024-02-28 17:34:09, 554 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ მან აღნიშნა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ამ კუთხით გაწეული დახმარებისთვის. „ჩვენ აშშ-სთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ძალიან ღირებულია ზოგადად საქართველოს პრიორიტეტების კუთხით აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ევროინტეგრაციის პროცესში აშშ-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით", - აღნიშნა დავითაშვილმა. ღონისძიება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბლოკია, რომელიც სურსათის უვნებლობიდან დაწყებული, დარგის მოდერნიზაციის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, არაერთ მიმართულებას მოიცავს. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით, რაშიც დიდი იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის და ზოგადად აშშ-ს წვლილი. მინისტრის შეფასებით, პროგრამა ჩვენს ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი და წარმატებული, მრავალმხრივი ფორმატია. „პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ამ დახმარებამ, არამარტო ინდივიდუალურად, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაში. პროგრამა შედეგიანი იყო ბევრი კუთხით - სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ მიმართულების მოდერნიზაცია, ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა. ფაქტობრივად, ეს ეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ყველა მიმართულებას. ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება, ისევე, როგორც ზოგადად ეკონომიკაში ექსპორტის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონში შეუწყო ხელი სხვადასხვა აგრობიზნესებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ დაძლევას და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. განხორციელდა 30 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტიცია, პროგრამის ბენეფიციარმა საწარმოებმა კი გაყიდვები 148 მილიონი აშშ დოლარით გაზარდეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა სექტორში არსებულ გამოწვევებზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევად რჩება ლოგისტიკა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში იგეგმება სატვირთო ტერმინალის გახსნა - ის გააუმჯობესებს მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის რეალიზაციას და შესაბამისად, ახალი სტიმული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. „ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გვაქვს სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ", - დასძინა ლევან დავითაშვილმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)