|
2024-02-27 11:26:56, 882 ნახვა
საზოგადოება
რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი მაქსიმ ივანცოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ივანცოვი სოციალურ ქსელში წერს, მისი საქართველოში არშემოშვება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციონერ კანდიდატ ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებასთანაა კავშირში. "არ შემომიშვეს, რადგან ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების ფართი გამოვნახეთ. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პრობლემები მხოლოდ მე არ შემქმნია. დიდი ხანია, რაც შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკაზე გაკეთებულ კომენტარებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც", - წერს ივანცოვი. მისივე თქმით, საქართველოში ჩამოფრენის დროს საზღვარზე პასპორტში ბეჭედი ჩაურტყეს, თუმცა შემდეგ უკან დააბრუნეს საპასპორტო კონტროლის ზონაში. "მათ მომცეს ფურცელი საქართველოში არშემოშვებაზე, ხელი მკრეს და უხეშად მელაპარაკებოდნენ, ცვლის ხელმძღვანელმა და რამდენიმე პოლიციელმა თვითმფრინავამდე მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მე რუსეთისა და საქართველოს მტერი ვარ, ხოლო საქართველო თავად არიან", - წერს აქტივისტი. მისივე თქმით, საქართველოში შემოსვლას კლვავ შეეცდება, ხოლო მის არ შემოშვებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში. 2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, 12 დეკემბერს რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი, ხოლო 2024 წლის 1-ელ თებერვალს, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი არ შემოუშვეს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)