22:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 19:31:05, 653 ნახვა

ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 3 აზერბაიჯანელს 6 წლიანი სასჯელები შეეფარდათ

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართველებსა და მათ თანამემამულეებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ ინციდენტის შედეგად დამდგარ სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ. 
როგორც მარნეულში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ნათიკ კასანოვმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეთნიკურ ქართველებს და ა ზერბაიჯანელებს  შორის ინციდენტი,2013 წლის აგვისტოს, მარნეულის  ერთ–ერთ ბარში  მოხდა. 

მარნეულის მოსახლოების ნაწილი, ამბობს რომ დაპირისპირება ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოიშვა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ, ყველა დაკავებული ქართველი გაათავისუფლეს ხოლო, სამი აზერბაიჯანელის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც კასანოვი ყვება, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ერთ–ერთმა ქართველმა სამილ ალიევი ცივი იარაღით დაჭრა. დაპირისპირების შემდეგ, ქართველები დაიჭირეს და იმავე დღესვე გამოუშვეს. 
„საქმე, რომ გაიხსნა, ქართველები დაიჭირეს. ერთ–ერთმა მათგანმა აღიარა კიდეც, რომ სამილ ალიევი დაჭრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდნენ. პროკურორმა კი, აზერბაიჯანელები საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილას წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა “, – აღნიშნა კასანოვმა. 

2013 წლის დეკემბერში, ამ ინციდენტის გამო, სასამ ართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ჩხუბში მონაწილე აზერბაიჯანელებს დანაშაულისთვის განკუთვნილი მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯა.

განაჩენის შედეგად, გლდანის ციხეში 3 აზერბაიჯანელი, სამილ ალიევი, ალალ მუშალოვი, ნამილ ისმაილოვი მოათავსეს. თითოეულს კი, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა  და 3 000 ლარიანი ჯარიმა აქვს შეფარდებული. 

„სამილ ალიევი, რომელიც სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, დანარჩენ აზერბაიჯანელებთან ერთად იმავე წლის დეკემბერში  საპყრობილეში  ჩასვეს. ოპერაცია კი, მისი ადვოკატის მოთხოვნით ციხეში გაუკეთეს“, – განაცხადა ნათიკ კასანოვმა. 

ნათიკ კასანოვის ინფორმაციით, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ხვალ, გლდანის საპყრობილესთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 

„ხვალ მინიმუმ 40–ზე მეტი ვიქნებით. მეჩეთში მისვლასაც ვაპირებ. თუ რომელიმე მუსლიმს ეცლება, მინდა ყველა მათგანი ამ აქციაზე მივიყვანო- განაცხადა კასანოვმა.

გამოყენებულია ფოტოლუსტრაცია და არ ასახავს მოვლენის ფოტოს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics