10:08 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 11:39:44, 567 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი

პროექტ SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მიღებული ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.scantbilisi.ge, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდზე თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების სრული ჩამონათვალია განთავსებული და დეტალური აღწერა ახლავს.

„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნებას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ - დასძინა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics