|
2024-02-15 12:05:04, 637 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის - ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაფართოება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება - მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი; ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილი აქტივობები. „პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ. პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაცული ტერიტორიების, გარემოს ეროვნული და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოება „ორქისის“ წარმომადგენლები, ასევე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის წევრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)