2024-02-13 15:28:52, 491 ნახვა
საზოგადოება
დარეგისტრირდი საჯარო მეტყველების კონკურსზე და გამოცადე შენი შესაძლებლობები - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
![]() "საქართველოს ბანკი" ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: britishcornerbc@gmail.com, საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე ტური კი 13 მარტს გაიმართება. წლევანდელი კონკურსის პირველი ტურის მთავარი თემაა: „არც ცუდი და არც კარგი არ არსებობს, თუ გონება არ განსაზღვრავს მას ასეთად“. მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა მოამზადონ ხუთწუთიანი გამოსვლა (ინგლისურ ენაზე), რომელსაც შემდეგ ჟიურის წარუდგენენ. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი ცოდნის გამოვლენას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. „საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ ცოდნის ამაღლების, განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობები. ამ მიზნით, 2012 წლიდან ჩვენ საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერები ვართ. ამ პერიოდში, პროექტში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო, მათგან 40-ზე მეტმა კი ლონდონის საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. გვახარებს ინიციატივის მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესი, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავენ "საქართველოს ბანკში". ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი" ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: csr.bog.ge
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაში30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|