|
2024-02-06 19:35:37, 525 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს ვაძლიერებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზეც გაამახვილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს. ინსპექტირების ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დრონები, ფოტოხაფანგები, სამკერდე ვიდეოკამერები, ვიდეო-რეგისტრატორები და სხვა. პრევენციის მიზნით, განხორციელდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება. 2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა პასუხისმგებლობა უკანონო ტყითსარგებლობის, წიაღის უკანონო მოპოვების, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მიღებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ) და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030 წწ), რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლების ძირითად პრიორიტეტებს. „2022 წლიდან პირველად დაიწყო ქვეყანაში მგვ სისტემის დანერგვა, რომელიც არის ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის ხელშესაწყობად. მიმდინარე წელს ვგეგმავთ მივიღოთ ორი ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენებს და „შეფუთვის ნარჩენებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)