15:20 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:36:08, 641 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახდეპის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.

ამის შესახებ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამინისტროს აქტიური მუშაობა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებითაც. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო უმაღლეს საფეხურზე, პირველ კალათაში, იკავებს ადგილს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics