16:01 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 16:21:13, 1047 ნახვა

საზოგადოება
საია ფერაძეზე - დაუსაბუთებელი დადგენილებით პატიმრობის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - დღესვე გავასაჩივრებთ

დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ასე ეხმაურება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლში დღესვე გაასაჩივრებს.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 2 თებერვალს სამების ტაძარში განთავსებულ იოსებ სტალინის გამოსახულებიან წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამრთლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შემდეგ ნატა ფერაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics