18:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 14:59:46, 866 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკმა „ფინანსური განათლება სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა

ბაზისბანკის ჩართულობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას.

კონკურსში მონაწილე მასწავლებლებიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა და საბოლოოდ, ჟიურიმ სამი I ადგილის, ორი II ადგილის და 5 სპეციალური პრიზის მფლობელი გამოავლინა. ბაზისბანკის მიერ პირველ ადგილზე გასულ მასწავლებელს ფულადი ჯილდო გადაეცა.

„ბაზისბანკი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებს. მიგვაჩნია, რომ სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ თითოეული ჩვენგანის მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, არამედ ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის. კონკურსის მეშვეობით მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეექმნათ საინტერესო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენება მათ კოლეგებსაც შეეძლებათ. ჩვენ კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებით", -აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics