01:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 23:21:45, 718 ნახვა

საზოგადოება
შსს - პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება

პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითმ, მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

შსს-ში აცხადებენ, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:
პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება

  • უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
  • საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
  • უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
  • უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.
  • ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
  • კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1 მაისიდან გაიზრდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics