21:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 22:13:53, 817 ნახვა

საზოგადოება
მერია - ინფორმაცია, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა სიცრუეა

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით  უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.  

გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად,  ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა ჩატარდა გასული წლის 17-28 ნოემბრის პერიოდში, ორივე ტენდერი კი (მტკვრის მარცხენა სანაპირო და მარჯვენა სანაპიროები) გამოცხადდა ამავე წლის 30 ნოემბერს. 

სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს იწყება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია საკვები პროდუქტების მიწოდება 29 თებერვლის ჩათვლით.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა. სატენდერო პროცედურები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებულია ბაზრის კვლევა და ხელშეკრულებები გაფორმებულია უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან.

ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება, აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა კი, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თუ ეს პატარებს ეხება, გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics