2024-01-10 10:20:46, 748 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს.
მიგრაციის სამსახურის ცნობით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9 399-მა ადამიანმა მოითხოვა, საიდანაც 8 414-მა განცხადება პირველად შეავსო, ხოლო 22 794-მა ადამიანმა გერმანიაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება ითხოვა.
მათივე ცნობით, გერმანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი და საქართველო, ამ მიმართულებით, მე-6 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა. 18 დეკემბერს კი, ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,