00:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 10:17:27, 1012 ნახვა

საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics