|
2023-12-29 19:59:28, 892 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ 2023 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა, ხაზი გაუსვა უწყების როლს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში და მადლობა გადაუხადა პროკურატურის თვითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის. ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. "გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო პროკურორი - ზინიკო ქობალია, საუკეთესო გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა და წლის ყველაზე დატვირთული რაიონული პროკურატურა ხაშურის პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის საქართველოს პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება პროკურატურის ხუთ თანამშრომელს - ნუგზარ მახათაძეს, მანანა ფირანიშვილს, მადონა ურუშაძეს, ნანა ხუნჯუას და ირაკლი ჩილინგარაშვილს მიენიჭათ. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი შოთაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლებს წარმატებული წელი უსურვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)