|
2023-12-27 16:48:38, 616 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე - არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე მარიკა ვერულაშვილის კავშირზე. მისი განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. „ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშნებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა“,- განაცხადა თბილისის მერმა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)