|
2023-12-27 16:21:59, 684 ნახვა
საზოგადოება
ნათია მერებაშვილი - საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს აგრძელებს
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ნათია მერებაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა ტრეფიკიორთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს აგრძელებს. ამას მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“. მისივე თქმით, საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამ ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების და შვედეთის გვერდითაა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება, როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენის და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 14 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო, ხოლო დაზარალებულად ცნობილი იქნა 14 პირი, მათ შორის, 7 სრულწლოვანი და 7 არასრულწლოვანი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)