|
2023-12-26 15:28:26, 561 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა. უწყების ცნობით, რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა, 15 იანვარს კი 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა. "დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა. 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ, ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება. რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა",- ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)