13:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 22:47:09, 714 ნახვა

საზოგადოება
სუიციდის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი მრგვალი მაგიდა გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძემ სუიციდის პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს; იმსჯელეს იმ თანამშრომელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელთაც, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სტრესულ გარემოში უწევთ საქმიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას  სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოწვევების ეფექტურად გამკლავების მიზნით ღონისძიების მონაწილეები კოორდინირებულ მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

"სუიციდის პრევენციის საკითხზე მრგვალი მაგიდა პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის; იუსტიციის სამინისტროს; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ზრუნვის სააგენტო); თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შემუშავება და განხორციელებაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics