|
2023-12-21 14:34:26, 685 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ვერ იკანონებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამით უკვე 3000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. „ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოწმობების გადაცემასთან ერთად, აღნიშნულ 66 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)