|
2023-12-21 09:56:32, 620 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - პრემიერის ინიციატივა იყო, რომ უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლები შეგვეძინა - მომდევნო წელს ეს მასშტაბური პროექტი იწყება
პრემიერის ინიციატივა იყო, რომ უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლები შეგვეძინა. მომდევნო წელს ეს მასშტაბური პროექტი იწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილმა იმ სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მინისტრმა, დასაქმების მასშტაბურ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 33 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა, ასევე მაღალია მათი დასაქმების მაჩვენებელი ღია შრომის ბაზარზეც. „გასულ წელს, პრემიერის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას ეხებოდა. ჩვენ, გარანტია მივეცით მათ, რომ მათ სოციალურ მდგომარეობას 4 წლის განმავლობაში არ გადავამოწმებდით. შესაბამისად, შეეძლოთ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა ისე, რომ შესაბამისი ბენეფიტები არ მოეხსნებოდათ. დღეს ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს რჩებათ ის სოციალური დახმარება რასაც იღებდნენ, ასევე ის დანამატი რასაც გამოიმუშავებენ, ამასთან ერთად ყველა სხვა ბენეფიტი - ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ტრანსპორტთან თუ ა.შ. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ბევრი მუშაობას კერძო სექტორში აგრძელებს. ღია შრომის ბაზრიდან დაახლოებით 12 000 ვაკანსია გვაქვს, შესაბამისად აქედან ვახდენთ ვაკანსიებზე კადრების შეთავაზებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს გადამზადების პროგრამებსაც სთავაზობს, რითაც მათი სამუშაო უნარ-ჩვევები და დასაქმების შესაძლებლობები უმჯობესდება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მუდმივად მზარდია ასაკით პენსიონერთა და შშმ პირთა პენსიებიც. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)