|
2023-12-20 21:44:31, 860 ნახვა
საზოგადოება
ბარკალაია - საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 33 000 ადამიანია დასაქმებული, პარალელურად, ღია შრომის ბაზარზე, კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი პირი დავასაქმეთ
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ ბარკალაიას თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, დასაქმების სააგენტომ, ღია შრომის ბაზარზე კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმა. „აქაც მზარდი ტენდენცია გვაქვს - შარშან, სააგენტოს მხარდაჭერით, დავასაქმეთ, 12 000 ადამიანი და აქედან, 8 000 იყო სოციალურად დაუცველი პირი. წელს, დაახლოებით, 14 000-მდე ადამიანია, წლის განმავლობაში და აქედან, 11 000 სწორედ სოციალურად დაუცველია. ანუ იზრდება მათი მხრიდან, ნდობა და მომართვიანობა. პარალელურად, დასაქმების სააგენტო, მეტი ვაკანსიის მოზიდვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს დამსაქმებლებთან და ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში, 12 000-მდე ღია ვაკანსიაა. ამ ვაკანსიებს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, მხარდაჭერის სხვა სერვისებთან ერთად, როგორებიცაა: მოკლევადიანი მომზადება - გადამზადება, პროფესიული კონსულტაცია, კარიერის დაგეგმვა და ა.შ.“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)