|
2023-12-20 20:02:49, 840 ნახვა
საზოგადოება
მერია - თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება
თეოფანე დავითაიას ქუჩის ნაწილზე წყლისა და წყალარინების ქსელი ეწყობა, რის გამოც, 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, 09:00-დან 19:00 საათამდე, დავითაიას ქუჩაზე, ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისა და დავითაიას ქუჩის კვეთიდან ზურაბ პატარიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირისა და თეოფანე დავითაიას ქუჩის კვეთიდან დავითაიას ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ქუჩისა და დავითაიას II მ/რ-ს გამოყენებით, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილის, დავითაიას II მ/რ-დან და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევიდან მოძრავი ავტომობილები დავითაიას ქუჩაზე ჩვეული მარშრუტით გადაადგილდებიან. "შეიცვლება N455 მიკროავტობუსის მოძრაობის სქემაც. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ჯუმბერ ლეჟავას ქუჩისა და ლეჟავას პირველი შესახვევის გავლით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, N455-ის მარშრუტი არ შეიცვლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)