|
2023-12-19 17:54:17, 657 ნახვა
საზოგადოება
PSP - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი - დიოვანი არის PSP-ს მიერ იმპორტირებული, ხოლო ყველა დანარჩენი შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. „ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან. 2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდი ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენი შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება; PSP-ს ქსელში იგივე მედიკამენტების შესასყიდი / გასაყიდი ფასებია:
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე PSP-ს მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას. გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან მივიღოთ უფრო დაბალი შესასყიდი ფასი, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაციები“, - აღნიშნულია PSP-ს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)