|
2023-12-19 17:37:22, 656 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - პრემიერის მიერ წარდგენილი ანგარიშის ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის დიდი ნაწილი დაეთმო ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, მიღწევებს ეკონომიკაში, რაც მოიცავდა არამხოლოდ გასული წლის პერიოდს, არამედ ბოლო 11 წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკურ შედეგებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის ასეთი დეტალური ანგარიში, რადგან ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ეკონომიკური წინსვლა არის ერთადერთი გზა, რომ გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირშია ყველა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ანგარიშში იყო აღნიშნული. "2023 წელი, ისევე როგორც წინა წლები, გამოირჩეოდა ეკონომიკური აქტივობის კუთხით. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7 %-თან ახლოს იქნება ეკონომიკური ზრდის წლიური შედეგები, რაც ასევე ძალიან მაღალია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონში. პროგნოზების მიხედვითაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უნდა იზრდებოდეს საკმაოდ სწრაფად - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5% ზე მაღალი უნდა იყოს, მომავალი წლის ბიუჯეტიც 5% იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი , თუმცა, იმედი გვაქვს, რომ შეიძლება ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა გასულ წელს დაფიქსირებულ, რეკორდულად მაღალი ინვესტიციების რაოდენობას, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, წელსაც საკმაოდ დადებითი დინამიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იყოს ხარისხიანი და ჩვენთან შემოდიოდნენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ გადამდები ეფექტი ამა თუ იმ დარგის განვითარების კუთხით და თუ რომელიმე დარგს გამოვარჩევდით, ალბათ, ამ კუთხით უნდა აღინიშნოს აიტი სექტორი - ის ყალიბდება როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ფაქტიურად, ახალი, ერთ ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ადრე ძალიან მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში არ ასრულებდა, მაგრამ აიტი მომსახურების ექსპორტიდან შემოსავლები უკვე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია და ეს დინამიურად განვითარებადი დარგია", - დასძინა დავითაშვილმა. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გეგმაც, რომლის ფარგლებშიც ზომიერად ვითარდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტული პროექტები. მათ შორის, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც მთლიანად დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული, ასევე საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)