|
2023-12-19 16:18:27, 528 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ნენსი ფეზერი დელეგაციის წევრებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გააცილეს. "ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან. გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)