|
2023-12-18 11:28:01, 661 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ცინცაძე - ხელფასების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რომელიც 16% ს აჭარბებს და 1855 ლარს შეადგენს, ასევე რეალურ გამოხატულებაში გვაქვს დაახლოებით 15.6 % იანი ზრდა, რაც, ფაქტობრივად, ინფლაციის გამორიცხვით, საშუალოდ ხელფასის ზრდას ნიშნავს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1,855.4 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.6%-ით არის გაზრდილი. ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 14.4%-ით არის გაზრდილი. ვახტანგ ცინცაძის თქმით, ხელფასების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. „მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში და ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც თავისთავად აისახება როგორც ხელფასების ზრდაზე, ასევე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)