|
2023-12-18 11:11:11, 609 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში
გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის ძალებმა საქართველოში წარმოებული უპილოტო საშუალებების სატესტო გამოცდა წარმატებით განახორციელა. “ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. თანამედროვე ბრძოლებში დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და უკრაინამ ეს კარგად დაგვანახა. უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, ჩვენ ომამდე უკვე გვქონდა მოლაპარაკება ძალიან წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“. მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ხდება დღეს შეიარაღების ბაზარზე, ზოგადად, არსებითად შეცვლილია ომის შემდეგ შეიარაღების ბაზარი, იცით თქვენ რამხელა მოთხოვნაა, ფაქტიურად რამოდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რაიმე შეიარაღება. ჩვენ ომამდე ეს პროცესი უკვე დაწყებული გვქონდა და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და ასევე, წარმოების მიმართულებით“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ასევე შაშხანების პროექტიც აქვს. „გვაქვს ძალიან ამბიციური შაშხანების პროექტი. ჩვენ, ზოგადად, ნატოს სტანდარტზე უფრო მეტი სიმკაცრით მოვითხოვეთ წარმოების სტანდარტები. შესაბამისად, ამ მიზანს, რა თქმა უნდა, მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანებიც და დრონები, როგორც აღვნიშნე უკვე იწარმოება საქართველოში”, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)