|
2023-12-15 17:53:59, 905 ნახვა
საზოგადოება
„არ მიფიქრია ბევრი, მე აქ უნდა ვყოფილიყავი“ - სალომე ზურაბიშვილი სახალხო ღონისძიებას შეურთდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სახალხო ღონისძიებაზე მივიდა. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ; ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს; ვულოცავ აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში" მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ახლა",- განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეძღვნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)