|
2023-12-15 14:33:01, 935 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსექტივაში უსარგებლოა. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა“. რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)