05:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 12:17:31, 619 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ეს არის შეუქცევადი პროცესი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის, - ასე ულოცავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

ოთარ შამუგიას მილოცვას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი. მადლობას ვუხდი ყველას - ქართველ ხალხს, საქართველოს სახელისუფლებო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდ სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის“, - აცხადებს შამუგია, რომლის მილოცვის ტექსტსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics