|
2023-12-15 10:45:44, 834 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს წინაშე 2023 წლის ანგარიშს წარადგენს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღესვე თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილება. "2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 000 000 ლარით მეტია. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი, რომელიც 500 000 000 ლარია. აღნიშნულ პროექტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 31 785 000 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გამოიყოფა 507 632 000 ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 33 446 000 ლარით მეტია. გარდა ამისა, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 63 000 000 ლარს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)