|
2023-12-14 16:16:20, 749 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „საახალწლო სოფლის“ სამზადისს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელში“ კონსტრუქციებისა და ინსტალაციების მონტაჟის პროცესს მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. „ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფლის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ, 15 დეკემბერს, 20:00 საათზე გვექნება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. კიდევ ერთხელ მინდა დავპატიჟო ყველა - მობრძანდით, მეგობრებო, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ და ჩავიფიქროთ სურვილები. ხვალ, ასევე, დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით განათდება, 16 დეკემბერს კი, „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად გაიხსნება. აქაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „საახალწლო სოფელში“ მრავალფეროვანი სივრცეები და აქტივობებია მოწყობილი პატარებისთვის. „წარმოდგენილია სხვადასხვა ატრაქციონი, გარდა ამისა, ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები. ღონისძიებებში, დაახლოებით, 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ტრადიცია ჩამოყალიბდა და, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია, „საახალწლო სოფელი“ თბილისშიც არსებობს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, სტუმრებს შეუძლიათ, მობრძანდნენ და ისიამოვნონ. წინ სასიამოვნო დღეები გელოდებათ“, - დასძინა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობითვე, ადგილზე ასევე იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე, კერძოდ დედაენის ბაღში განთავსდება თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე იფუნქციონირებს გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის საციგურაო მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)