06:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 10:24:02, 547 ნახვა

საზოგადოება
თემურ მღებრიშვილმა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, თემურ მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვან როლს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, ისაუბრა ქბრბ საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.

"საკოორდინაციო საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა საბჭოს წევრი ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენელმა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ და UNICRI-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების, კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები, არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. აღნიშნულ ნაწილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება გააკეთა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics