|
2023-12-13 17:58:26, 599 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. მისი თქმით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს. „გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გრძელდება „სოფლად სახლის" პროგრამით იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა. ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილი იყო 8,0 მლნ ლარი, თუმცა ამ პროგრამას დაემატა 15 მილიონი ლარი. დამატებული თანხა მიიმართება მიმდინარე წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახების კომპენსაციებზე, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც იცით, ამავე საჭიროებისათვის წელს უკვე გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ჯამურად აღნიშნული დაფინანსება სრულად მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)