07:51 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 14:13:57, 653 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პროექტმა ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტმა MS Taxi, საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს მე-13 რეგიონულ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენციაზე, ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის საკონკურსო ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ელექტრონული სერვისები რამდენიმე პროექტს აერთიანებს, რომლის მიზანია, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მოსახლეობამ სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი მომსახურების მიღება. სააგენტო აღნიშნული სერვისების განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

„მოხარულები ვართ, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა მოქალაქეებს არაერთი პრაქტიკული ელექტრონული სერვისი შევთავაზოთ. კონფერენციაზე მონაწილეობა მივიღეთ პანელურ სესიაშიც და ჩვენი პროექტები პროფესიულ წრეებს წარვუდგინეთ“, - განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics