07:52 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 12:44:18, 724 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დარეჯან დედოფლის სასახლეში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

დარეჯან დედოფლის სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება.

„როგორც იცით, რამდენიმე წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ დარეჯან დედოფლის სასახლის ეზოსა და გალავნის რეაბილიტაცია. ამჯერად კი, შენობაში ჩატარდება, როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებს. კერძოდ, რეაბილიტირდება აივანი და გადაეწყობა მისი დეკორატიული ელემენტები; არქიტექტურული დეტალები აღდგება ხის განახლებული ნაკეთობებით; სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია, მოწესრიგდება ეზო და მოეწყობა სადრენაჟე სისტემა; შეკეთდება დეკორატიული სვეტები, გარემონტდება ფასადი, შეკეთდება გადახურვის კონსტრუქცია და სხვა. პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია, დაახლოებით, ექვსი თვე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics