|
2023-12-13 09:52:40, 745 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაქალაქში ახალი ილუმინაციების მოწყობა სრულდება
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი გრძელდება. ახალი ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ბოლო სამონტაჟო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძის მერის თქმით, თბილისის მოსახლეობას და სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო დღეები ელის. „საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. 15 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. ამავდროულად, საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე, სადაც გაიმართება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა და კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება საახალწლო სოფელი. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეებს. საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, წარმოდგენები, კონცერტები. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. გვესტუმრება თოვლის ბაბუაც, რომელიც თავის სახლში განთავსდება. პატარებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ის და თავისი სურვილები გაუმხილონ“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მთავარი ნაძვის ხეც დაათვალიერა, რომლის კონსტრუქცია, განათებები და აქსესუარებიც ახალია. თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განათებები, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად 15 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება. ამ დროისთვის ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი 51 ქუჩასა და გამზირზე დასრულებულია, 10 ქუჩაზე კი საახალწლო აქსესუარები უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.საახალწლო დეკორაციები მოსახლეობას 50-მდე სკვერში დახვდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)