07:51 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 16:34:21, 800 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ NATO-ს კიბერსწავლებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ მონაწილეობა მიიღო NATO-ს კიბერსწავლებაში - Cyber Coalition 2023. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდაცვითი სწავლება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა.

"ღონისძიებაში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. 

კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics