07:25 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 12:35:27, 513 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია დუბაიში ჩეხ კოლეგას შეხვდა

​საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, ოთარ შამუგია ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს პეტრ ჰლადიკს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მათივე ცნობით როგორც ოთარ შამუგიამ ჩეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

„მრავალი წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩეხეთის მხარესთან, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაცულ ტერიტორიებზე მღვიმეების კვლევისა და განვითარების მიმართულებით. გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 28) ფარგლებში შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად დინამიკურ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია. სულ რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის. გვქონდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც აისახა გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში; პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან”, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა აღნიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით სათანამშრომლოდ.

„ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსა და ჩეხეთის თანამშრომლობით განსაკუთრებით ახალი დაცული ტერიტორიების პროექტების ფარგლებში. ჩვენ ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს დაახლოებას ევროპის კავშირთან და იმ გზას, რომელიც მან უნდა განვლოს მომავალში, რათა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. მართალია, მნიშვნელოვანია გაგაჩნდეს შესაბამისი კანონმდებლობა, იზიარებდე პრინციპებს, ასევე, უერთდებოდე ევროკავშირის მრავალ საერთო მიზანს, თუმცა, გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად ის გზა, რომელიც საქართველომ განვლო ამ დაახლოების პროცესში და ჩვენ გვახარებს ეს მიღწეული შედეგი”, - განაცხადა პეტრ ჰლადიკმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვის მიზნით, ოთარ შამუგია ჩეხეთში მიიწვია.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი