|
2023-12-08 11:30:22, 516 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. „აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) და გაეროს სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებში. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტის – სამართლებრივი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასა და განათლებაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საუკეთესო ინსტრუმენტზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)