|
2023-12-06 12:18:46, 596 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, დიდ დიღომში კი 2 პროექტი მიმდინარეობს
ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ სამუშაოები, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები. „მსგავსი პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა რაიონსა და უბანში, სადაც ამ მასშტაბის სივრცეები არსებობს, უნდა მოვაწყოთ პარკები, დასასვენებელი სივრცეები. თუ დააკვირდებით, ყველა პარკი თუ სკვერი, რომელიც გავაკეთეთ, საღამოობით ყოველთვის სავსეა, ბავშვები კალათბურთს, ფეხბურთს თამაშობენ, სავსეა ატრაქციონები, ფანჩატურები, ყველა თაობის ადამიანისთვის იქმნება შესაბამისი სივრცე. ამ პროექტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, დაპირებისამებრ, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს დიდ დიღომშიც, თავდადებულის ქუჩაზე. „ორი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, უკვე იწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან, ხორციელდება მწვანე ნარგავების გამოხშირვის, ტერიტორიის გაწმენდისა და მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ასევე, იხსნება უკანონო შემოღობვები, რომელიც ძალიან ბევრია. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოები 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძის თქმითვე, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის N18ა-ს მიმდებარედ, სადაც მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, დარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც განახლებას საჭიროებს. „დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება. ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, დიდ დიღომში მცხოვრებთათვის. ერთ დიდ სივრცეში თავმოყრილი იქნება საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი სივრცე, ჭიდაობის დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საცურაო აუზები პატარებისა და ზრდასრულებისთვის, მედიათეკა. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა, მოეწყო ძალიან ლამაზი, მწვანე სივრცე. ამავე ტერიტორიაზე დარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სრულად გასაახლებელია. აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს“, - დასძინა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოებიც მომავალი წლისთვის დასრულება.
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)