|
2023-12-06 10:57:09, 820 ნახვა
საზოგადოება
GITI 2023 - 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე
„თიბისის“ მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებ საუბარია. მთლიანობაში, ღონისძიება აერთიანებს კონფერენციას, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით საუბრობენ; საგამოფენო სივრცეს, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტებს, საინფორმაციო მასალებს წარმოადგენენ — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ეძლევა, უფრო დეტალურად გაიგონ ინოვაციების შესახებ. „თიბისი“, როგორც ტექ კომუნის მთავარი მხარდამჭერი, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას სთავაზობს აუდიტორიას და მათ ისეთი კომპანიის წარმომადდგენლის მოსმენის საშუალებას სთავაზობს როგორიც Thoughtworks-ია. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია. „ზოგადად, წლიდან წლამდე ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიების დაკვირვება — ნათლად ვხედავთ, როგორ იცვლება ტენდენციები თუ მთავარი საკითხები. თუნდაც, ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემად ციფრული ტრანსფორმაცია სახელდება. ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების მიმართაც საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი, ყველა ორგანიზაცია დიდ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დამსწრეები ზუსტად გაანალიზებენ, რა კუთხითაა საჭირო განვითარება“, - აცხადებს ირაკლი გვენეტაძე, GITI-ს თანადამფუძნებელი. „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო ტექ მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)