|
2023-12-05 12:14:38, 668 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. "მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა. მინისტრმა ნორვეგიის მხარეს მადლობა გადაუხადა SNGP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნდობის ფონდში შეტანილი ფინანსური კონტრიბუციისთვის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ეროვნულ გვარდიებს შორის ერთობლივ სწავლებებსა და ტრენინგებს, ასევე სამხედრო განათლების სხვადასხვა მიმართულებებს",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)