|
2023-12-04 19:51:55, 636 ნახვა
საზოგადოება
Georgian Airways - მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება
ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, ბრიუსელში. ამის შესახებ Georgian Airways-ის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, ავიაკომპანიას მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაემატება და თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება. „„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორატი, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ მიიღო ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, ბრიუსელში. მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება. ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისი“ მიმდინარე წლის ბოლოდან იწყებს ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი – ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ). ამ მიმართულებებზეც კვირაში, სულ ცოტა, სამ-სამი რეისი შესრულდება. ასევე, განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორებიც არის დელი და მუმბაი. „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ფრენების უსაფრთხოებაა, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად. ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი, შესაძლებელია, იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება. „ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი წლიდან შემოიყვანს თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)