|
2023-12-04 10:11:24, 537 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია პირველის შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და "ჰამასისთვის" საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოსდა გამოყენებული იყო ქართული პორტები,- ამის შესახებ ნათქვამია განცხდებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა. "აღსანიშნავია, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებული საზღვაო ვითარების ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის და აღმოფხვრის ოპერაციების ხელშეწყობა. JMOC აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან უწყებებს, როგორიცაა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ჰიდროგრაფიული სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სსიპ ბირთვული და რადიოცული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სანაპირო დაცვის დეპარტამენტი. 2023 წლის 22 ივნისს, JMOC - მიერ გამოყენებად აშშ-ს საზღვაო სარდლობის მონიტორინგის სისტემა SEA VISION-ით დაფიქსირდა, ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი GIVING ფოთის რეიდზე, მაგრამ იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის თაობაზე, 2023 წლის 22 ივნისს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, რათა მომხდარიყო საზღვაო სივრცის ვიზუალური დათვალიერება სადაც სისტემები ანომალიას აფიქსირებდნენ და ასევე ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა გადაამოწმა ინფორმაცია, მათ შორის მცურავი საშუალებებით ადგილზე და გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე მყისიერად ეცნობა ევროპაში ამერიკის საზღვაო სარდლობის სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის SEA VISION ტექნიკურ სამსახურს, რადგან მათი სისტემით ფიქსირდებოდა ანომალიური შემთხვევა. 2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის სასაზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC - ს წარმოუდგინა განმარტება, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟის მიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფელის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო. ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ JMOC ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება. შესაბამისად სიუჟეტში გაკეთებული ცრუ განმარტებები მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხებში გაუცნობირებელი მოქალაქეების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას, აჟიოტაჟის შექმნასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეტიდაციას",- ნათქვამია განცხადებაში.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)