|
2023-12-04 09:58:48, 507 ნახვა
საზოგადოება
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. "სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების მხარდაჭერის პოლიტიკასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფონდისთვის დამატებით 800 000 ლარი გამოიყოფა, 2024 წლის იანვრიდან კი, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასთან ერთად, დაჭრილ მებრძოლთა ყოველთვიური კომპენსაციაც გაიზრდება. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებისა და ფონდის მიერ 20 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა დაფინანსდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად უწყებისა და ფონდის მიერ ცალ-ცალკე გამოიყო 100 ათასი დოლარი, ჯამში კი, 200 ათას დოლარამდე ფინანსური რესურსი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი. ღონისძიებას საქართველის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. 2018 წლიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს” კომპანია „სილქნეტი” ხელმძღვანელობს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)