|
2023-12-04 09:34:21, 612 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში
ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ცუდი ტენდენცია, მშობიარობების, საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან შემდგომი მშობიარობები დაკავშირებულია გართულებებთან,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს. „DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი, როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკეისრო კვეთა იქნება ჩვენების გარეშე, ექიმს მოტივაცია ექნება, რომ აღარ გააკეთოს. მოთხოვნით საკეისრო კვეთის ჩატარებისას ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ. vip მომსახურებით ისარგებლოს, ან ჩვენების გარეშე გაიკეთოს საკეისრო, მას შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს. „ჩვენ ვერ მოვახდენთ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ. vip პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებული 3000 დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)