|
2023-11-30 16:04:18, 513 ნახვა
მერიის მხარდაჭერით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის მეორე ეტაპს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს. „პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან. კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, ცენტრების სპორტულ კომპლექსებში, თბილისში რეგისტრირებული 3-18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის. სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად, გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომელიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა. პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)