12:43 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 17:11:10, 748 ნახვა

საზოგადოება
ამილახვარი - არავის არაფერი გაუუქმებია - არ ვსხედვართ სამინისტროში ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო დავალების მნიშვნელობა - სავალდებულოობა გაუქმდა

არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო. არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა თქვა, სიახლე არის მხოლოდ ის, რომ განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტების სავალდებულოობა გაუქმდა.

"ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა ახლა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო. არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში  შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს სემესტრის დროს თუ სასწავლო წლის დროს",- თქვა ამილახვარმა.

ცნობისთვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიხედვითაც, განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics